Tuesday, 15 January 2013

ფიქრები, ფიქრები კინოზე

  ბლოგის გაკეთების დროს გამახსენდა უამრავი რეჟისორი ფილმი, რომელმაც ბავშობაში ბევრი რამ მასწავლა და უცებ დამაფიქრა კინოს მომავალზე. არსებობენ რეჟისორები რომლებსაც კინოს მომავლად თვლის როგორც საზოგადოება ისე კინო კრიტიკოსების ნაწილი : კრისტოფერ ნოლანი , ფინჩერი და ა.შ ამის გააზრების შემდეგ ცოტა შემეშინდა ნუთუ მართლა ამხელა საფრთხე ემუქრება კინოს რომელიც თამამად შემიძლია ვთქვა ცხოვრებას ცვლის,  მაგრამ შიშმა უცებ გადამირბინა გამახსენდა ახლახანს აღმოჩენილი ახალი რეჟისორი რომლის გადაღების სტილი მსახიობების არჩევის კარგი უნარი არ შეიძლება არ მოგეწონოს. უცებ მივხვდი რომ კინოს არაფერი ემუქრება,იმასაც მივხვდი რომ ვეს ანდერსონის მზაგავსი რეჟისორები კინოს მომავალია

Wednesday, 26 December 2012

კინოს ცოცხალი ლეგენდა საქართველოში


   3 დეკემბერს კინოთეატრ ამირანში გაიხსნა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელმაც 9 დღეს გასტანა. კინოფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იყო კინოს ცოცხალი ლეგენდის, იშტვან საბოს, წლევანდელი ფილმი. "The Door"- ასე ქვია ფილმს, რომელიც მიუხედავად კრიტიკოსების უარყოფითი შეფასებისა, ნამდვილად ღირს ნახვად. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ განსაკუთრებული სიამოვნება იყო ფილმის ყურება მაშინ, როცა იცი, რომ დარბაზში ზის მისი რეჟისორი და განსაკუთრებული შოკია იმის გააზრება, რომ მსგავსი დონის რეჟისორი მსოფლიოში, ალბათ, სულ რამდენიმეღაა დარჩენილი. მოკლედ, განსაკუთრებული დღე ჩემი ცხოვრებიდან, დამიჯერეთ ოსკაროსანი რეჟისორის საკუთარი თვალით ხილვა კიდევ უფრო სასიამოვნოა ვიდრე წამოგიდგენიათ.
    მათ ვინც ვერ მოახერხეთ კინოფესტივალზე დასწრება ქვემოთ გთავაზობთ ინტევიუს საბოსთან, რომელიც არტარეამ ჩაწერა. დარწმუნებული ვარ, ინტერვიუთი კარგად მიხვდებით რა დონის რეჟისორზეა საუბარი. მათ კი ვისაც არ გაქვთ მისი არც ერთი ფილმი ნანახი აუცილებლად გირჩევთ. ჩემი აზრით, საბო ერთ-ერთი Must see რეჟისორია .

Tuesday, 25 December 2012

იტალიური ნეორეალიზმი ცრიტერიონის მიხედვით


                                                        Bicycle Thieves (Vittorio De Sica)


                                        The Children Are Watching Us (Vittorio De Sica)



                                             The Flowers of St. Francis (Roberto Rossellini)



                                               Germany Year Zero (Roberto Rossellini)



                                                     Paisan (Roberto Rossellini)



                                             Rome Open City (Roberto Rossellini)




                                                Umberto D. (Vittorio De Sica)



                                                  I vitelloni (Federico Fellini)


ცრიტერიონი
წიგნის ავტორი : Brian P. Kelly

ფრანგული ახალი ტალღა



 
   ფრანგული ახალი ტალღა (ფრანგ. La Nouvelle Vague)  ტერმინი, რომელიც კრიტიკოსებმა 1950-იანი და 1960-იანი წლების ფრანგი კინორეჟისორების ჯგუფს შეარქვეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოძრაობა, რომელზეც გავლენა ნაწილობრივ იტალიურმა ნეორეალიზმმა და კლასიკურმა ჰოლივუდის კინემატოგრაფმა მოახდინა, ფორმალურად ორგანიზებული არასდროს ყოფილა, ახალი ტალღის რეჟისორები ერთმანეთს დაუკავშირდნენ კლასიკური კინემატოგრაფიის ფორმების გააზრებული უარყოფით.


ფრანგული ახალი ტალღის რეჟსორები :

  1. კლოდ შაბროლი
  2. ჟან-ლუკ გოდარი
  3. ერიკ რომერი
  4. ლუი მალი
  5. ჟაკ რივეტი

ჟან-ლუკ გოდარი





 ჟან-ლუკ გოდარი ფრანგი და შვეიცარიელი კინორეჟისორი, მსახიობი, სცენარისტი და პროდიუსერი დაიბადა 190წელს ; კინემატოგრაფიაში "ფრანგული ახალი ტალღის" (ან Nოუველლე Vაგუე) ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი.

   დაიბადა პარიზში, ფრანგი-შვეიცარიელი მშობლების ოჯახში. სწავლობდა ნიონში, შვეიცარია, რომერის ლიცეუმში, შემდეგ კი სორბონში, პარიზი. სორბონში ის დაუახლოვდა ახალგაზრდა კინორეჟისორთა და თეორეტიკოსთა ჯგუფს, რომლებთან ერთადადც ჩაუაყარა საფუძველი "ახალ ტალღას".
 გოდარის ფილმები ჰოლივუდის კინემატოგრაფიაში დამკვიდრებული კლიშეების გამოწვევა იყო და მას ხშირად ახალი ტალღის კინორეჟისორთაგან ყველაზე რადიკალურად მიიჩნევდნენ. მისი ფილმები გამოხატავენ მის პოლიტიკურ იდეოლოგიას ისევე როგორც მის ცოდნას კინო ისტორიისა. ასევე, მისი ფილმები ხშირად ეგზისტენციალიზმისა და მარქსისტული ფილოსოფიის ციტირებას ახდენს. მისმა რადიკალურმა შეხებამ კინოს ჩვეულ ფორმასთან, პოლიტიკამ და ფილოსოფიამ, ის აქცია „ფრანგული ახალი ტალღის“ ყველაზე გავლენიან კინორეჟისორად. ის ინსპირაცია იყო ისეთი სხვადასხვაგვარი რეჟისორებისა როგორებიც არიან კვენტინ ტარანტინო, მარტინ სკორსეზე, ბერნარდო ბერტოლუჩი, არტურ პენი, რიჩარდ ლინკლეიტერი, გრეგ არაკი, ჯონ ვუ, მაიკ ფიგისი, რობერტ ალტმენი, სტივენ სოდერბერგი, რიჩარდ ლესტერი, ჯიმ ჯარმუში, რეინერ ვერნერ ფასბინდერი, ბრაიან დე პალმა, ოლივერ სტოუნი და კენ ლოუჩი. 2002 წელს amomrCevelTa xmebiT ყველა დროის 10 საუკეთესო რეჟისორს შორის გოდარი რიგით მესამე ადგილით შეაფასეს.


   ორსონ უელსის „ეშმაკის კავშირის“ ნახვის გავლენით, გოდარმა გადაიღო მისი პირველი, მთავარი სრულმეტრაჟიანი ფილმი „უკანასკნელ ამოსუნთქვაზე“, ჟან პოლ ბელმონდოსა და ჯინ სებერგის მონაწილეობით. ფილმმა ნათლად გამოხატა „ფრანგული ახალი ტალღის“ სტილი და გააერთიანა ციტატა პოპ-კულტურის რამდენიმე ელემენტიდან, განსაკუთრებულად ამერიკული კინო.





სტენლი კუბრიკი


      სტენლი კუბრიკი  ამერიკელი კინორეჟისორი, სცენარისტი და პროდუსერი დაიბადა 1928წელს ნიუ-იორკში, ცნობილი როგორც XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ნოვატორი კინემატოგრაფისტი.

   კუბრიკი სკოლაში ცუდად სწავლობდა, განსაკუთრებული ინტერესი მხოლოდ ჭადრაკის მიმართ ჰქონდა. 13 წლის ასაკში დაბადების დღეზე ნაჩუქარმა ფოტოაპარატმა მთლიამად შეცვალა მისი ცხოვრება, სერიოზულად დაინტერესდა ფოტოგრაფიით და 17 წლისამ დაიწყო მუშაობა ფოტოგრაფად. ფოტოგრაფიამ კუბრიკი სამუშაომ ხელოვნებით დააინტერესა, ის ჩაირიცხა კოლუმბიის უნივერსიტეტში თავისუფალ მსმენელად, საარსებო თანხას ფულზე ჭადრაკის თამაშით შოულობდა.


       
           კუბრიკმა თავდაპირველად დოკუმენტური ფილმების გადაღება დაიწყო. შემდეგ კი საკუთარი ხარჯებით მხატვრული ფილმების გადაღებას მიჰყო ხელი. ის თავად იყო საკუთარი ადრეული ფილმების რეჟისორი, პროდიუსერი, ოპერატორი, მემონტაჟე და ხმის რეჟისორი. ჰოლივუდისკენ გზა მას პროდიუსერმა ჯეიმს ჰარისმა გაუკვალა. კუბრიკის მხოლოდ პირველი ორი ფილმის იყო ორიგინალური სცენარით გადაღებული, ყველა სხვა ცნობილი ლიტერატურული ნაწარმოების ეკრანიზაციას წარმოადგენს. კუბრიკის მიერ ეკრანიზებულია ენტონი ბერჯესის, ვლადიმერ ნაბოკოვის, სტივენ კინგის, უილიამ თეკერეისა და სხვათა ნაწარმოებები. მას ასევე უმბერტო ეკოს რომანების ეკრანიზაციაც სურდა, თუმცა ავტორისგან თანხმობა ვერ მიიღო. რეჟისორი თავის ფილმებში იყენებდა სპეციფიკურ მსხვილ ხედებს 

ფედერიკო ფელინი



  ფელინის პირველი წარმატებული ფილმი იყო “გზა” რომელმაც ფელინი საერთაშორისო ასპარეზზე გაიყვანა მოუტანა ოსკარის ნომინაცია საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისათ ვის და ვენეცისს საერთაშორისო კინოფესტივალზე „ვერცხლის ლომი”. ფილმში “გზა” მთავარ როლს ასრულებს ფელინის მეუღლე ჯულიეტა მაზინა რომლის გენიალურმა შესრულებამ დიდი აღიარება მოუტანა მას და მან კიდევ რამდენიმე როლი შეასრულა დელინის ფილმებში.  ფილმმა „ტკბილი ცხოვრება“ კანის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი ჯილდო დაიმსახურა. ფილმში მთავარ როლს მარჩელო მასტროიანი ასრულებდა. მასტროიანმა ამის შემდგომაც შეასრულა რამდენიმე მნიშვნელოვანი როლი ფელინის ფილმებში. ფილმში გაკრიტიკებული იყო ბურჟუაზია, ეკლესია, მაღალი საზოგადოება, მათი „ტკბილი“, თუმცა უშინაარსო ცხოვრება. ფილმის ჩვენებამ კანის კინოფესტივალზე გააღიზიანა საზოგადოების ნაწილი. მათ ფელინის ბოლშევიკი უწოდეს.                      ამის შემდეგ მან გადაიღო თავისი პირველი ფერადი ფილმი „ჯულიეტა და სულები“. ავტობიოგრაფიული ელემენტებითაა გაჯერებული ფელინის ფილმები: „ჯამბაზები“, „რომი“, „ამარკორდი“ და „ინტერვიუ“.
         
   ფედერიკო ფელინი იტალიელი კინორეჟისორი დაიბადა 1920წელს იტალიაში. ცნობილია მისთვის დამახასიათებელი გამორჩეული სტილით, რომელიც ფენტეზისა და ბაროკოს ერთგვარი ნაზავია. მას XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და საყოველთაოდ აღიარებულ კინორეჟისორად მიიჩნევენ.
  
  

    ბავშვობაში ფელინი ცირკით იყო გატაცებული და ერთხელ მოხეტიალე ცირკთან ერთად გაიპარა კიდეც. მოგვიანებით ამან მის ფილმებში ჰქპოვა ასახვა, განსაკუთრებით კი ფილმში „ჯამბაზები“. ფელინი 1937 წლიდან მუშაობდა ჯერ ფლორენციაში, შემდეგ კი რომში ჟურნალისტად.
   კინოში მისი მისვლა რობერტო როსელინის დამსახურებაა. როსელინის მოეწონა იმხანად კარიკატურისტი ფელინის მიერ დახატული შარჟი და მას სცენარისტობა შესთავაზა მათ ერთდ იმუშავეს როსელინის ცნობილი ომის ტრილოგიის ერთ-ერთ ფილმზე რომელშიც მთავარ როლს ანა მანიანი ასრულებდა. მოგვიანებით ფელინიმ აღნიშნა, რომ რომ არა როსელინი, იგი, შესაძლოა, ცირკის დირექტორი გამხდარიყო და არა კინორეჟისორი.


     „ტკბილი ცხოვრება“ ფელინის მერვე ფილმი იყო. მეცხრე ფილმის გადაღებისას კი შემოქმედებით კრიზისში აღმოჩნდა. თუმცა მან მოულოდნელი გამოსავალი იპოვა: გადაიღო ფილმი „რვანახევარი“, სადაც აღწერა ცნობილი რეჟისორი, რომელიც შემოქმედებით კრიზისშია და ვერ ახერხებს დაწყებული ფილმის დასრულებას. რეჟისორის როლს მარჩელო მასტროიანი ასრულებდა ფილმი კი ფელინის სავიზიტო ბარათად იქცა.