ფელინის პირველი წარმატებული ფილმი იყო “გზა” რომელმაც ფელინი საერთაშორისო ასპარეზზე გაიყვანა მოუტანა ოსკარის ნომინაცია საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისათ ვის და ვენეცისს საერთაშორისო კინოფესტივალზე „ვერცხლის ლომი”. ფილმში “გზა” მთავარ როლს ასრულებს ფელინის მეუღლე ჯულიეტა მაზინა რომლის გენიალურმა შესრულებამ დიდი აღიარება მოუტანა მას და მან კიდევ რამდენიმე როლი შეასრულა დელინის ფილმებში. ფილმმა „ტკბილი ცხოვრება“ კანის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი ჯილდო დაიმსახურა. ფილმში მთავარ როლს მარჩელო მასტროიანი ასრულებდა. მასტროიანმა ამის შემდგომაც შეასრულა რამდენიმე მნიშვნელოვანი როლი ფელინის ფილმებში. ფილმში გაკრიტიკებული იყო ბურჟუაზია, ეკლესია, მაღალი საზოგადოება, მათი „ტკბილი“, თუმცა უშინაარსო ცხოვრება. ფილმის ჩვენებამ კანის კინოფესტივალზე გააღიზიანა საზოგადოების ნაწილი. მათ ფელინის ბოლშევიკი უწოდეს. ამის შემდეგ მან გადაიღო თავისი პირველი ფერადი ფილმი „ჯულიეტა და სულები“. ავტობიოგრაფიული ელემენტებითაა გაჯერებული ფელინის ფილმები: „ჯამბაზები“, „რომი“, „ამარკორდი“ და „ინტერვიუ“.
ფედერიკო ფელინი იტალიელი კინორეჟისორი დაიბადა 1920წელს იტალიაში. ცნობილია მისთვის დამახასიათებელი გამორჩეული სტილით, რომელიც ფენტეზისა და ბაროკოს ერთგვარი ნაზავია. მას XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და საყოველთაოდ აღიარებულ კინორეჟისორად მიიჩნევენ.
ბავშვობაში ფელინი ცირკით იყო გატაცებული და ერთხელ მოხეტიალე ცირკთან ერთად გაიპარა კიდეც. მოგვიანებით ამან მის ფილმებში ჰქპოვა ასახვა, განსაკუთრებით კი ფილმში „ჯამბაზები“. ფელინი 1937 წლიდან მუშაობდა ჯერ ფლორენციაში, შემდეგ კი რომში ჟურნალისტად.
კინოში მისი მისვლა რობერტო როსელინის დამსახურებაა. როსელინის მოეწონა იმხანად კარიკატურისტი ფელინის მიერ დახატული შარჟი და მას სცენარისტობა შესთავაზა მათ ერთდ იმუშავეს როსელინის ცნობილი ომის ტრილოგიის ერთ-ერთ ფილმზე რომელშიც მთავარ როლს ანა მანიანი ასრულებდა. მოგვიანებით ფელინიმ აღნიშნა, რომ რომ არა როსელინი, იგი, შესაძლოა, ცირკის დირექტორი გამხდარიყო და არა კინორეჟისორი.
„ტკბილი ცხოვრება“ ფელინის მერვე ფილმი იყო. მეცხრე ფილმის გადაღებისას კი შემოქმედებით კრიზისში აღმოჩნდა. თუმცა მან მოულოდნელი გამოსავალი იპოვა: გადაიღო ფილმი „რვანახევარი“, სადაც აღწერა ცნობილი რეჟისორი, რომელიც შემოქმედებით კრიზისშია და ვერ ახერხებს დაწყებული ფილმის დასრულებას. რეჟისორის როლს მარჩელო მასტროიანი ასრულებდა ფილმი კი ფელინის სავიზიტო ბარათად იქცა.
No comments:
Post a Comment